ბიძინა კულუმბეგოვი: არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია, შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს

Read Time:32 Second

არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია ამ დაავადების 100%-იანი პრევენცია, ანუ მსუბუქი დაავადების თავიდან აცილება, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამავე დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანს ლეტალური შემთხვევებისგან სრულად იცავს.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავარი კომპონენტი, რითაც ვაქცინის ეფექტიანობა ფასდება, არის მათი გავლენა ადამიანის სიკვდილიანობასა და მძიმე დაავადების განვითარებაზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინტუბაციაზე. შესაბამისად, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია რისკი ჰქონდეს, მსუბუქი დაავადება დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტარი და სრულიად ასიმპტომური მტარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან. შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმოს დირექტორი: COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის
Next post ალეკო ელისაშვილი – უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, მოახერხებს თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში თავის დამკვიდრებას