ბიძინა კულუმბეგოვი: ალბათ, თვე-ნახევარი, ორი თვე იქნება ის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად ჩაანაცვლებს ახალ ყოველდღიურ შემთხვევებს

Read Time:38 Second

დაფიქსირებიდან ალბათ თვე-ნახევარი, ორი თვე იქნება ის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად მოახდენს ახალი ყოველდღიური შემთხვევების ჩანაცვლებას, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის, განსაკუთრებით კი „ომიკრონის“ შტამის მიმართ მილიონზე მეტი ადამიანი რჩება მოწყვლადი.

„ძალიან დიდი ალბათობით „ომიკრონის“ არსებობა ალბათ საქართველოში იქნება. კლინიკური სიმპტომებით, ამ ფორმების ამოცნობა ერთმანეთისგან შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია „ანტიგენის“ და „პისიარ“ ტესტირებით. დაფიქსირებიდან ალბათ თვენახევარი, ორი თვე იქნება ის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად მოახდენს ახალი ყოველდღიური შემთხვევების ჩანაცვლებას. ეს ასე ვთქვათ ჩვეულებრივი მოვლენაა, ასეთი სწრაფი გავრცელება, მაღალი რეპროდუქციოული ინდექსის მქონე ვირუსისთვის. მოსახლეობის 35%, ანუ მილიონზე მეტი ადამიანი რჩება მოწყვლადი, განსაკუთრებით ამ „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, მოსახლეობის ამ ნაწილს მივმართავთ, რომ პირადი ჰიგიენის ნორმები, პირბადე და ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც შეიძლება ჩვენ წინ აღვუდგეთ „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას ქვეყანაში“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილი – 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება
Next post პრეზიდენტი: სააკაშვილი პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას უწყობს ხელს… მისი ჩამოსვლა არ იყოს პასუხისმგებლიანი