ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

ბიძინა ივანიშვილი: ჰააგაში მოსაგები გვქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის, შეიძლებოდა ქვეყანა დაგვეზიანებინა

იქიდან დავიწყებდი თუ რატომ დღეს და რატომ უფრო ადრე არა, გამოვყოფდი ორ მიზეზს – პირველი ის, რომ ჩვენ ქვეყანა არ უნდა დაგვეზიანებინა და ზუსტად ასეა მომართული „ქართული ოცნება“ ჩვენ ბევრი ბჭობა გვქონდა ადრე, იმასაც გეტყვით, რომ რეალობა ადრეც ვიცოდით, რაც მოხდა 2008-ში, მაგრამ ჰააგაში მოსაგები გვქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე ჩვენ რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის, შეიძლებოდა ქვეყანა დაგვეზიანებინა სასამართლოში, ჩვენ რესურსიც არ გაგვაჩნდა, არ გვქონდა რეალური რესურსი იმის, რომ ეს პროცესი დაგვეწყო,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აგვისტოს ომში აღნიშნული პარტიის ბრალეულობაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში კოჰაბიტაცია იყო თავსმოხვეული, ხოლო, თავად მასზე დიდი ზეწოლა იყო – “არ დაიჭიროთ, არავის თითი არ დაადოთ“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მოქალაქეებს ახსოვთ, თუ როგორი ეკლექტური გუნდით მოვიდა „ქართული ოცნება, დღეს კი გუნდი გასუფთავდა და დაიხვეწა. „ის გუნდიც გახსოვთ როგორი გუნდით მოვედით, ეკლექტური იყო, მთელი ოპოზიცია იყო შიგნით, დღეს გასუფთავდა გუნდი და დაიხვეწა. ჩვენ ბევრი სასამართლო ჩავატარეთ, ძალიან ბევრმა პასუხი აგო თავის პოლიტიკურ დანაშაულებზე, პრეზიდენტი მოგეხსენებათ დღეს პატიმრობაშია, პრემიერმა მოიხადა და ა.შ. ისე არ იყო, რომ ჩვენ პროცესები მიტოვებული გვქონდა, მაგრამ ომის თემა სასამართლოს გარდა, რომ ჩვენ ტოტალურად საუბარი დაგვეწყო, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია და ყველაზე დიდი დანაშაულია, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი იყო, რომელიც მათ შეგნებულად გარედან დავალებით გააკეთეს, ამისი დოკუმენტები გვაქვს აბსოლუტურად იურიდიულ დონეზე გამზადებული და ისედაც საჯაროდაც იმდენი ითქვა უკვე, ვისაც გაგება უნდა გასაგებია, თავადაც თავისმართლებასაც კი ვერ ცდილობენ იმიტომ, რომ ხელის შეხებაც კი შეუძლებელია იქ იმდენად, ორ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვთ, ვერაფერსაც ვეღარ იზამენ. ამ ფონზე, რომ დღეს ჩვენ დავუბრუნდით ამ თემას, მე ვფიქრობ, რომ გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო, საზოგადოებამ ძალიან ბევრი დაინახა და 2021 წლის რუსეთ-უკრაინის ომმაც, სადაც დაჟინებით ცდილობდნენ ჩვენს ჩათრევას და მეორე ფრონტის გახსნას, ესეც ლამის ღიად გამოდიოდა ეთერებში და ძალიან კარგად ჩანდა მცდელობები ვინ რას აკეთებდა, ამანაც ხელი შეუწყო ამ გადაწყვეტილების მიღებას – “დღეს რატომ?!””- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაპონიის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დავუშვებთ სახელმწიფო დროშას

საქართველოში იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.„მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვებს სახელმწიფო დროშას“, – წერს საელჩო.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს სომეხთა ეპარქია – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამის, ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის სამძიმრის ტექსტში.როგორც სამძიმრის ტექსტში კირაკოს დავთიანი აღნიშნავს, ილია მეორის სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.„კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

კახა კალაძე – მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია

ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი  ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და  მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს  კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.„უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის  განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იტალიის საელჩო – გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო

საქართველოში იტალიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც ალიევი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში.„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა. კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, სარწმუნოებათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია მეორე მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა და ღრმა პატივისცემა, თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ დიდი დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“,  – აღნიშნულია ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები