ბიძინა ივანიშვილი – ხელისუფლების შიგნით არსებობს მართალია სუსტი, მაგრამ უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები

Read Time:37 Second

 

ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გააკეთა, სადაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და სამი პრობლემა გამოყო: არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე დესტრუქციული მუხტი და ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები.

„ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს: პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია
Next post ბიძინა ივანიშვილი – ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, ჩემი მიზანი უცვლელია: საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა