სამშაბათი, მაისი 5, 2026

ბიძინა ივანიშვილი – ჩემზე არანაკლები ქველმოქმედი და პატრიოტია დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკები მოიპოვა, მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა

არტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელმაც საქართველოს გარეჯის საზღვრის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები გადასცა. ივანიშვილის თქმით, გმირობის ტოლფასია, რაც დავით ხიდაშელმა ქვეყანას გაუკეთა. „რახან ქველმოქმედებას შევეხეთ, ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლია, მადლობა არ გადავაუხდო დავით ხიდაშელს. არ არის აუცილებელი, დიდი ფული და ძალისხმევა, ყველა ადამიანშია ქველმოქმედი. მოხუცებულს თუ გადაიყვან გადასასვლეზე, მიუხედავად იმისა, რომ გეჩქარება, ეს უკვე დიდ სიამოვნებას განიჭებს. მე ვიცი, როგორ მოიპოვა სხვადასხვა ქვეყნიდან რუკები დავით ხიდაშელმა, საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის გარდა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას გმირობად ვთვლი. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მიმაჩნია, რომ არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტი. მივიჩნევ, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის. საჯაროდაც მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის არის ჭეშმარიტად დიდი ადამიანი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარები როცა თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი

ევროპარლამენტარები როდესაც თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.„ისინი როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. ევროპარლამენტი როცა თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. რა თემაც არ უნდა იყოს, მათ შორის, კანონებით დაწყებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა ოთხ წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა. რისთვის უნდათ, ცხადია, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„10:00 საათზე დაიწყება” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს:⛪ ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი კობახიძე – ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება

მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.„როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეცნიერ-გამომგონებელი  და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა

ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევეს თურქმენეთის, ინდოეთის, თურქეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 101 მოქალაქე.„აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქმის იმავე რაოდენობის უცხოელი არალეგალის გაძევება განახორციელეს ქვეყნიდან, რაც გასული წლის მანძილზე ჯამურად. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად  2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები