ბიძინა ივანიშვილი – უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა

Read Time:41 Second

 უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. კითხვაზე, რა სჭირდება „ქართული ოცნების“ გუნდს და კიდევ რა უნდა გაითვალისწინოს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდის წევრებმა თავად იციან ყველაფერი. „პარტიამ იცის ყველაფერი, ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტი იცის ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები. ჩემი თხოვნაა, ისევ შევახსენებდი ერთადერთს, თუ მოახერხებენ, ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა; კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. ეს თუ ვერ მოახერხეს, თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება, შედეგი გაუარესდეს. თუმცა, მაინც თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ მოუვა. აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის ურთიერთობებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ გუნდში არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ეს არის ერთადერთი, რასაც ვთხოვ
Next post ბიძინა ივანიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება