სამშაბათი, აპრილი 21, 2026

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ რეალური გახადა „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება – თამარ ჩიბურდანიძე

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა მთავარი მესიჯი იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოსწონს ოპოზიცია და გარკვეული შენიშვნები აქვს ხელისუფლებასთან, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები, კიდევ ერთხელ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

„გუშინდელი ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან გადამწყვეტი არჩევნების წინ, ოპოზიციას იმ პროცენტებსაც დააკლებს, რაც ამდენი ტანჯვით ძლივს შეაკოწიწეს. ეს იყო გამანადგურებელი მათთვის და მათი პატრონებისთვის. ბუნებრივია, მათ არ მოეწონებოდათ ამდენი სიმართლე.

ბიძინა ივანიშვილი ცნობილია თავისი ღიაობით და ავთენტურობით. ზოგი ამას მის ხარვეზად მიიჩნევს, პროფესიონალები კი ყველაზე დიდ პოზიტივად თვლიან. პირდაპირობა და ღიად საუბარი მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსს შეუძლია, რომელსაც საკმარისი ბერკეტები აქვს სიტუაციის სამართავად. ხალხი კი მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსს მიყვება. მლიქვნელ და სუსტ პოლიტიკოსებს ხალხი ხმას არ აძლევს.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა მთავარი მესიჯი იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოსწონს ოპოზიცია და გარკვეული შენიშვნები აქვს ხელისუფლებასთან. ასეთი ამომრჩეველი საკმაო პროცენტია და სწორედ ეს გადამწყვეტი რაოდენობა დაძრა გუშინ იმის გაჟღერებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხს მიეცემა სხვა ღირებული არჩევანის საშუალებაც.

ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ რეალური გახადა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. რაც შეეხება ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებს, კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, პირში ჩალაგამოვლებული დატოვა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენლებს მოსკოვში ხშირი სტუმრობის გამო აკრიტიკებს – „უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებების მიერ მოსკოვში ხშირად ჩასვლა და კიევისთვის გვერდის ავლა უპატივცემულობაა.„უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“, – ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა სამხედროებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ დონბასის ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა სამხედრო ძალით ვერ დაიკავა.„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი იქნებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.მისი განმარტებით, თავდაცვითი ხაზის მოწყობისა და გამაგრების გარეშე, უკრაინა დასუსტდება, ხოლო უკან დახევის შესახებ ბრძანება არმიის სულისკვეთებას ძირს გამოუთხრიდა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის უფრო სწრაფად ომის დასრულება შესაძლებელია ფრონტის არსებული ხაზის გაყინვით. მან ასევე მიუთითა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გასვლას.„საქმე იმაშია, თუ რამდენი ადამიანი მოკვდა იქ. მე მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დღეს უპასუხისმგებლოა. რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ უკრაინას? თუ იქ ფრონტის ხაზზე არ არიან პარტნიორები, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეტევას? რა შეაკავებს მათ? აშშ-ში აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებს. პრეზიდენტი ტრამპი ორ წელიწად-ნახევარი იქნება თანამდებობაზე და მერე რას ვიზამთ?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე

ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ,m სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერალი – რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ სასოწარკვეთამდე, დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა

ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერლის განცხადებით, რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ „სასოწარკვეთამდე და დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა“.გენერალ-მაიორ აბდულაჰის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მიწაზე არსებული ვითარების შესახებ მცდარი სურათი შექმნას“, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კვლავ გაურკვეველია,  გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამარხზე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს.მისი თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებს სფეროში უკვე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტები საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„ჩვენ ასევე  გვაქვს მოთხოვნა 11 ქვეყნისგან – ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონიდან, დამატებით თანდათან ვაკვირდებით კავკასიასაც. დრონების თაობაზე ამ გარიგებაში იქნება, სულ მცირე, 10 სხვადასხვა შეთანხმება უკრაინული შეიარაღების ამა თუ იმ ექსპორტის შესახებ“, – წერს ზელენსკი.მისივე თქმით, შეთანხმებების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დრონების ერთობლივი წარმოება, ასევე საწარმოო ხაზის მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში.ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამუშაოები გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან.

დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სინდრომის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს."დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით". მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

ბოლო სიახლეები