ბიძინა გიორგობიანი – აშშ-ის გზავნილია, რომ სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია და ევროკავშირმა არ უნდა გაბედოს სტატუსის მინიჭება, შედეგად, სურთ იხილონ მორჩილი ხელისუფლება

Read Time:51 Second

აშშ-ის გზავნილი ასეთია – პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად, ევროკავშირმა არ უნდა გაბედოს ასეთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ ბიძინა გიორგობიანმა აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ბიძინა გიორგობიანი წერს, „შედეგად, მათ სურთ, იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით – გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში, პროვოცირებული რუსეთის ხელით, დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად, აზია-ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება“.

„ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახულ ტრაგედია გადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში, აშშ-ის ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა. კრიზისიდან, მდგომარეობიდან გამოსავალი მაინც არსებობს. მეზობლებთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლოა, დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება. ასევე მოუწევთ გამოსავლის მოძებნა მათ, ვინც ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები „სამიდღემჩიოდ“ გაამწესა და პოლიტიკური მახე დაუგო საკუთარ თავს და ქვეყანას.

პ.ს. „კომისიის გასაძლიერებლად“ მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავისი ჩიქორთული ქართულით მოყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით თორდია-ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გაბედა, რომელმაც კრიმინალი ნაცები დააპატიმრა და დასაჯა – ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ჰოდა ამას ვერ პატიობენ. ვერ პატიობენ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ომის ნაცვლად მშვიდობა აირჩიეს
Next post ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ