ბიშკეკში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირზე გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

Read Time:39 Second

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირი დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის

ასპარეზობის პირველ დღეს ხალიჩებზე 97-125კგ წონით კატეგორიების მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

125კგ წონით კატეგორიაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში 4:3 მოუგო ჩინელ ჟივეი დენს, მეოთხედფინალში სოლომონ მანაშვილს 8:3 სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკი ხასანბოი რახიმოვი აშკარა უპირატესობით, 10:0 დაამარცხა.

ფინალში გენო პეტრიაშვილმა უზბეკ სარდორბეკ ხოლმატოვს აშკარა უპირატესობით (12:1) სძლია და უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სოლომონ მანაშვილმა გენო პეტრიაშვილთან შეხვედრამდე ყაზახ ომარ ეიუბოვს 3:0 მოუგო, რეპეშაჟში კი ჩენელ ჟივეი დენთან 2:9 წააგო.

ამ წონაში სულ 15 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ პოლონელი რობერტ ბარანი (წააგო ხასანბოი რახიმოვთან) და მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური (წააგო ჩინელ ბუჰეერდრუნ ბუჰეერდრუნთან.

97 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათი არჩეული სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში
Next post ლევან ბეჟაშვილი: იმისთვის, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო აქტივისტებს გვმართებს გაერთიანება