ბექა ძამაშვილი სააკაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ პატიმარმა თავად განაცხადა, რომ არ ჰქონდა მოწამვლის ეჭვები, ყოველგვარი სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით ექსპერტიზა მყისიერად დაინიშნა

Read Time:41 Second

მიუხედავად იმისა, რომ პატიმარმა თავად განაცხადა, რომ არ ჰქონდა მოწამვლის ეჭვები, ყოველგვარი სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით ექსპერტიზა მყისიერად დაინიშნა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტროს პოზიცია პირველივე დღიდან იყო ის, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი პატიმარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მკურნალობით და სწორედ ამიტომ, იგი საკმაო ხანია იმყოფება კერძო კლინიკაში. მას ექიმებისა და სპეციალისტების მხრიდან ყველა საჭირო მკურნალობა მიეწოდება, შესაბამისად, თუ რაიმე დამატებით მკურნალობა იქნება საჭირო, სამინისტრო ამას, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს. საქართველოს კანონმდებლობით პირი, რომელიც სასჯელს იხდის, ის სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ არის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს სარჩელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, როგორც კი ეჭვები გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარმა თავად განაცხადა, რომ არ ჰქონდა მოწამვლის ეჭვები, ყოველგვარი სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით ეს ექსპერტიზა მაშინვე დაინიშნა“,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
Next post დავით მათიკაშვილი: ოლიგარქია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ერთი და იგივე მოვლენაა. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლაც არის აბსოლუტურად იდენტური