„ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც, ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო“ – ირაკლი ხახუბიას მეგობარი

Read Time:31 Second

ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ვაკეში ნახეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

2017 წლის 16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ბექა ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დეპუტატის საცხოვრებელ სახლთან „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ირაკლი კობახიძე.

„წავიდა ბექასთან! ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო! უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო ირაკლი ხახუბია!“ – წერს გარდაცვლილი დეპუტატის მეგობარი, შორენა მირცხულავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
Next post კახა კალაძე ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაზე: ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული უპირველესი იყო