ბექა დავითულიანი – როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან

Read Time:1 Minute, 1 Second

როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის კომენტირებისას აღნიშნა.

დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობს“ გასულია ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან და მართლმსაჯულებაზე ზეწოლას ცდილობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა ფეიკაღმშენებლების ეპოქა, შემდეგ ფეიკგმირების სესია და ახლა ფეიკშაჰიდების სესიას გვთავაზობს. როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, რომ შიმშილობა დაიწყონ. ესენი რაღაც სექტის მრევლივით ჩამოდგნენ და შიმშილობა დაიწყეს. ეს მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას, ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეთ. ეს ყველაფერი მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან. საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს. ვიწროპარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც დანარჩენ ქვეყანას არ ეხება. უნდათ შაჰიდობა? – იყვნენ. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც ფეიკია, მაგასაც არ შვებიან. ის, რომ შიმშილობენ უტოპისტური მოთხოვნით, არაფერს ცვლის. დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მწყობრ პოლიტიკას არ ველოდები, ისინი ერთს აკეთებენ და მეორე დღეს საწინააღმდეგოს და ორივეს აკეთებენ, რამდენადაც შეუძლიათ. აზრი არ აქვს, რას გააკეთებენ, გასული არიან ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან. ცდილობენ, მართლმსაჯულებაზე ზეწოლა მოახდინონ რაღაც სისულელეებით. რა მნიშვნელობა აქვს, ამ ადამიანებს აშიმშილებენ თუ არა, მათ ლიდერებს ფული აკლიათ და რიგით აქტივისტებს სამწუხაროდ გონება, რომელთაც ჰგონიათ, რომ დამნაშავეს შიმშილობით გამოიხსნიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 072 პაციენტი
Next post ზურაბ ქადაგიძე: ალასანიამ უნიათო „ჯარს“ რუსული კგბ-ს მეთოდებით დააწყებინა „ბრძოლა“