ბექა დავითულიანი: მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ – გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება

Read Time:32 Second

მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ – გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებ ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შექმნის ინიციატივაზე განუცხადა.

„ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იგივე ნარატივის ტრიალს. სრულიად აბსურდულსა და უაზროს. მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ – გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება. მამუკა ხაზარაძეს აქვს თავისი კუთვნილი 2% და ამ 2%-ის ფარგლებში საკუთარ პარტიაში როგორი კაბინეტიც უნდა, შეუძლია ისეთი გააკეთოს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ხვალ ხელისუფლების ოპონენტები თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობას წარადგენენ. ამის შესახებ პარტია „ლელომ“’ განაცხადა.

ამასთან, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს არჩევნების შედეგებამდე ჩრდილოვანი კაბინეტების დაანონსება სერიოზულად არ მიაჩნია. „ქართულ ოცნებაში“ კი აღნიშნულ ინიციატივას აბსურდულსა და უაზროს უწოდებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ლელო“ ინიციატივით გამოდის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს და სასჯელი გადაუვადდეს
Next post თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებისთვის შექმნილ ფონდში დღეს გადაირიცხება