ბექა დავითულიანი: დავით არახამია თავის ქვეყანაში ჩვეულებრივი ჯამბაზია, არ არის ის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ცდილობს, რომ იყოს

Read Time:40 Second

დავით არახამია თავის ქვეყანაში ჩვეულებრივი ჯამბაზია, არ არის ის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ცდილობს, რომ იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ რომ მოგვიწოდებს ფრენების აკრძალვისკენ, მის ტერიტორიაზე გადის რუსული გაზი ევროპისკენ და რატომ არ უთიშავს? თუ ურთიერთობების განმუხტვა უნდა უკრაინას საქართველოსთან, მაშინ მე ვეტყვი მისი არეული ურთიერთობები როგორ უნდა განმუხტოს: ყველა დამნაშავე და საქართველოს მხრიდან ძებნილი პირი ექსტრადიციით გადმოსცეს საქართველოს, ბოდიში უნდა მოიხადოს იმ შეურაცხყოფისთვის რაც საქართველოს მიაყენეს ამდენი წლის განმავლობაში, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, მადლობა უნდა გადაუხადოს იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინისთვის სისხლს ღვრიან და როგორც მინიმუმ ელჩი დააბრუნოს, ამდენი ხანი გაწვეული რომ ჰყავს. ამის შემდეგ მისცეს თავს უფლება, რომ იქნებ შემირიგდეთ – ამ ტონით გვესაუბროს და არა იმ ტონით, რითაც ეს ჯამბაზი დღეს საუბრობს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი უგულავაზე: ასეთი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის
Next post ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო