ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა 2022 წელს საქართველო იქნება

Read Time:44 Second

მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისო დაფარვის ციფრს, დაახლოებით ერთ მილიარდ ადამიანზე მეტს.

„მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური. ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს იმ ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომლებიც უნდა მოხვდნენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, საქართველოს თითოეულ სოფელში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ და რეაბილიტაციის ეტაპზე კომპანიის გაჯანსაღება შეძლონ
Next post იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან