ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს

Read Time:28 Second

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელელ ხალხს ჰპირდება, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს. ისრაელის მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სრულ წარმატებას მიაღწევს და ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის.

„ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას. თუ ვინმე სხვას აქვს განსხვავბული პოზიცია, გამოავლინონ ლიდერობა და პატიოსნად გამოხატონ პოზიცია ისრაელის მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთში 3 ადამიანი დაჭრეს
Next post დათო მაღრაძე: ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა