ბაჩო დოლიძე: ვიმედოვნებთ, თებერვალში შევძლებთ ახალი პარტიის პრეზენტაცია გავაკეთოთ

Read Time:1 Minute, 14 Second

ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში ეს ტექნიკური ხასიათის საკითხები მოგვარდება და ოფიციალურად შევძლებთ წარვდგეთ და ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გავაკეთოთ,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსთან“განაცხადა.

„წარმადგინეთ, როგორც მომავალი ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელიც მალე იქნება. როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება და ხედვა ჩვენი ამომრჩევლისთვის, მაშინ წარვუდგებით საზოგადოებას.

ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში ეს ტექნიკური ხასიათის საკითხები მოგვარდება და ოფიციალურად შევძლებთ წარვდგეთ და ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გავაკეთოთ.

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ძალიან საინტერესო ადამიანებთან: არიან ძველი და ახალი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეებიც არიან. რეპუტაციულად საინტერესო ადამიანები არიან. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან არარეგისტრირებულ პარტიასთან ბევრს სურს პარტნიორობა. ეს არის ძალიან სასიამოვნო და მეტ სტიმულს გვაძლევს“, – განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა „ლელოსთან“ პოლიტიკურ პარტნიორობას, დოლიძემ განაცხადა, რომ პარტნიორობას ყველასთან აპირებენ, „თუმცა შერწყმას, ერთი სიით, ერთი ნომრით – არ ვაპირებთ“.

მისი თქმით, პარტიას 2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებელი ნომერი და სახელი ექნება.

„არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას ჩვენ არ ვგეგმავთ. ყველა პარტია უნდა ჩამოვთვალო და იმის გამო, რომ არ გამომრჩეს არ მინდა ვინმე საწყენად მიიღოს, რადგან ყველასთან კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გვესმის ის დამოკიდებულება, რომ ჩვენში ხედავენ იმედს და ძალას. მნიშვნელოვან საკითხებში პარტნიორობას ყველასთან ვაპირებთ, თუმცა შერწყმას, ერთი სიით, ერთი ნომრით – არ ვაპირებთ. დამოუკიდებელი ნომერი გვექნება, სახელი და ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, იქნებიან ახალი პარტიის რიგებში “ევროოპტიმისტების” დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, დოლიძის თქმით, „ხატიასთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა ამის შესახებ საუბარი შემეძლება მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებს წერტილი ექნება დასმული“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს
Next post კახი კალაძის ტრადიციული საჩუქარი სამტრედიელ მრავალშვილიან ოჯახებს