ბაჩო დოლიძე: ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც მოვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება

Read Time:31 Second

ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც ვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„არის საკითხები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთიანობა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა პროცესები მიმდინარეობს, აზრთასხვადასხვაობა ჩანს ბევრ საკითხებთან მიმართებაში. არის საკითხები, სადაც აბსოლუტური ერთიანობაა, ამ თვალსაზრისით, მთავარი იყო, რომ აღნიშნული აქცია ყოფილიყო იმ ფორმატში, რაც ფორმატშიც საუბარი იყო უფლებადამცველების მხრიდან, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური. შესაბამისად, ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც ვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქცია გამართავს და ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: აქციას ფუთავენ, თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა და როგორც ჩანს, აქციებს ერთმანეთს უწყობენ, რომ როგორმე მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ
Next post ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება