ბარაკ და მიშელ ობამები შესაძლოა, Netflix-ის გადაცემის წამყვანები გახდნენ

Read Time:34 Second

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკულ კომპანია Netflix-თანმომავალ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი და მისი მეუღლე მიშელ ობამა Netflix-ის დოკუმენტურ გადაცემას წაიყვანენ.

გადაცემის თემები მრავალფეროვანი იქნება, მათ შორის, საუბარი შეეხება სოციალურ პრობლემებს, ჯანდაცვას, კლიმატურ ცვლილებებს, ემიგრაციას, ასევე კვების საკითხებსა და ბავშვთა უფლებებს. ამ ორ უკანასკნელ საკითხებზე მიშელ ობამა წლების განმავლობაში მუშაობდა. მისი, როგორც პირველი ლედის კამპანიაც ხშირად ქალთა და ბავშვთა მდგომარეობასა და უფლებებს ეძღვნებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, გადაცემის თემები გლობალურ პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხება. ფორმატი სტუდიაში მოწვეულ სტუმარსაც ითვალისწინებს.

ახალი გადაცემა, რომლის წამყვანები სავარაუდოდ მიშელ და ბარაკ ობამები იქნებიან, კომპანია Netflix-ის ექსკლუზიური ფორმატი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს
Next post ფიონჩანგის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშა აღიმართა