ბაკურ ბაკურაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან

Read Time:49 Second

თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსეთიდან მართული ხელისუფლება ჰყავს, ჩვენს ევროპელ პარტნიორს ის ინფორმაციაც ექნება, პანდემიის პერიოდში სოლიკო ვირსალაძის არაფერი დადგმულა ისეთი, რომ 50-60 ათასი დოლარი ყოველ თვეს აიღო ჰონორარად, – ამის შესახებ რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე „ქართული ოცნების“ პრორუსულობა, რამდენად დამაჯერებელია დასავლელი პარტნიორებისთვის. საუბრისა ბაკურაძემ მაგალითად ელენე ხოშტარია მოიყვანა, რომელიც ჰონორარებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს.

„ადამიანები, რომლებიც ასეთ მზაკვრულ საქციელს სჩადიან თავისი ქვეყნის წინაშე, მაინც და მაინც გონებრივადაც ვერ უნდა იყვნენ კარგად და ჯანმრთელად! თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და რაზე ესაუბრება – მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი დღესაც იღებს ფულს რუსული ბიუჯეტიდან. თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს, ანუ რუსეთიდან მართული, ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროკავშირის მესვეურს ის ინფორმაციაც ექნება, პანდემიის პერიოდში სოლიკო ვირსალაძის არაფერი დადგმულა ისეთი, რომ 50-60 ათასი დოლარი ყოველ თვეს აიღო ჰონორარად საავტორო უფლებებისთვის. ძალიან სასაცილოა! თავს იგდებენ მასხრად“, – განაცხადა ბაკურაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაკურ ბაკურაძე: მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია
Next post ლაშა ბასლანძე: იმ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც „რუსი“ და „რუსული კანონები“ აძახებინეს, დაინახეს, რაც ხდებოდა – უცებ გაირკვა, რომ გვაძლევენ სტატუსს, ევროკავშირი იგივე კანონს იღებს, რასაც აქ რუსული ეძახეს