ბაკურ ბაკურაძე: მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია

Read Time:40 Second

ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უკვე მისულია იმ აზრამდე, რომ საქართველო, როგორც ეს ხდებოდა მრავალი საუკუნის წინ, ნამდვილად არის ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე და ის ნამდვილად იმსახურებს ევროპის ერთიან ოჯახში ყოფნას, – ამის შესახებ რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ ევროპული პერსპექტივით შემოიფარგლა. ამან ძალიან ცუდი, არასწორი ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ჩვენ უფრო მალე მივაღწევდით ბევრ შედეგს ბევრი მიმართულებით, რომ არა ის მუხანათობა და მზაკვრობა, რომელიც ხშირად მათ შორის ოფიციოზიდან გვესმის. შეიძლება არ თვლიდე, რომ ეს ხელისუფლება შენია, მაგრამ შეიძლება მოძებნო ფორმა, რომ ხალხს აძლევენ კანდიდატის სტატუსს? – ხალხი არის ერის ის ნაწილი, რომელიც იმ დროს ცხოვრობს ქვეყანაში. როგორ უნდა გაყო ხელისუფლება და ხალხი, როდესაც ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულია?“, – აღნიშნა ბაკურაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც მამას ძაღლი მე-8 სართულიდან გადაუგდო – სასტიკი დანაშაულისთვის მას 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება
Next post ბაკურ ბაკურაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან