ბაკურ ავსაჯანიშვილი – მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა წარდგენაზე.
მისი თქმით, ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეტაპობრივად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ხდება საგზაო თუ სხვა ტიპის საკითხების მოგვარება.
,,მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ხორციელდება მთელი რიგი სოციალური პროგრამები. მიუხედავად ამისა, აქტიურ პრობლემად რჩება დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის უბნის წყალმომარაგების საკითხი, ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. კარგად მაქვს გააზრებული ის საჭიროებები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლეს აქვს. მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, განათლებას, კულტურას. ხელი შეეწყობა ახალგაზრდულ და სპორტული ღონისძიებებს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. ამ ნდობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – „ქართულ ოცნებას“. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, როგორც მერმა, მოვახმარო ჩემს ხალხს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, თქვენი მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება.
მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარობის კანდიდატები: დავით ქირიკაშვილი, ბართლომე პაპიაშვილი, პავლე ავსაჯანიშვილი, დავით ხულელიძე, კახა ჩოფიკაშვილი, ელგუჯა ღუდუშაური“ – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...