სამშაბათი, მაისი 5, 2026

ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი

ივანიშვილის დროს, უკვე რამდენიმე წელია, მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება. ჩემ დროს მეტი იბადებოდა, ვიდრე კვდებოდა. ჩემ დროს მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა. ივანიშვილმა გადაუჯოკრა შაჰ აბასს, ნახევარ მილიონ ქართველს აიძულა ქვეყნიდან წასვლა და დაახლოებით ამდენი უცხოელი შემოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უახლოეს თვეებში გარდაუვალია ინდოელების მასობრივი შემოყვანა მშენებლობებსა და კომუნალურ სამუშაოებზე დასასაქმებლად.„მე ყოველთვის მინდოდა, ბევრი ტურისტი შემოსულიყო განვითარებული ქვეყნიდან, ფული დაეხარჯათ ქართულ ბიზნესებში და გასულიყო. ამათ შემოჰყავთ უცხოელები ძირითადად დაბალი განვითარების ქვეყნებიდან, მათ მიაქვთ ქვეყნიდან გაძევებული ქართველების ადგილები. ქმნიან ბიზნესებს და მიაქვთ ქართველების ფული. ეს არის ძალიან მწარე რეალობა – ხდება მრავალეთნიკური ქართველი არის გენეტიკური კოდის გამოცვლა.საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი. რატომ ხდება ეს ასე? მარტივია, დიქტატურას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ძირძველი მოსახლეობა, უცხოელები ნაკლებ ხელფასს კმაყოფილდებიან და არ ჯანყდებიან, მათთვის მთავარია ფულის გაკეთება და თუ ეს ნიშნავს ეთნიკური ქართველების, აზერბაიჯანელების და სომხების, ინდუსებით, პაკისტანელებით, რუსებით, ნიგერიელებით ჩანაცვლებას, ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი ამას მხოლოდ მიესალმება და ყველანაირად უწყობს ხელს. თუ არ მოვაშორეთ, საქართველო აღარ იარსებებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი – ოპოზიციას ვთხოვ, გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა...

არაფერი იქნება გარედან, თუ ჩვენ, ხალხი არ გავიღვიძებთ. არავის ვაკრიტიკებ. არ ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ამ ადამიანების ნაწილად მიმაჩნია თავი. ეს ქვეყანა არ არის პილიტიკოსების, არ არის პოლიტიკური ლიდერების, ეს ქვეყანა არის თითოული მოქალაქის, საბრძოლი არის თითოული ჩვენგანის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.ხაბეიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, გააგებინონ ხალხს, 26 მაისს გაიმართება თუ არა აქცია.„ერთადერთი, რასაც ვთხოვ ოპოზიციას – გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა? მე არ მაქვს სოციალური ქსელები და ტელევიზორში ვერ ვხედავ, არის თუ არა. ეს არ არის შენიშვნა და პრეტენზია. მე, როგორც გულშემატკივარს, ერთ რიგით თქვენიან მხარდამჭერს მაინტერესებს, რომელიც, ხვალ თქვენ თუ ლიდერები იქნებით, ხმას მოგცემთ, მხარს დაგიჭერთ. თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში. ეს არის ჩემი თხოვნა, რომ მე, როგორც ტელევიზორის მაყურებელს, გამაგებინეთ, 26 მაისს აქცია არის? არ არის? გამოვდივართ? ბევრნი უნდა ვიყოთ? – უნდა ვიყოთ; უნდა გავაგრძელოთ? – გავაგრძელოთ; აქტიურობა გვმართებს? – გვმართებს. გააგებინეთ ხალხს. გასაგებია, შეიძლება, მე ვერ გამოვიდე 26 მაისს თქვენთან ერთად აქციაზე, მაგრამ ვინც გიყურებთ, იმ ხალხისთვის მაინც თქვით, იქნება ეს აქცია თუ არა. ზუსტად იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის. ეს არ არის საწყენი, არ არის შენიშვნა, ეს არის გულშემატკივრის პოზიცია. თვე-ნახევარი გავიდა, აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ. ასევე ხალხმაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა გახდა საქმე, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას თუ ეწევი, მიდიხარ ციხეში. ამიტომ ყველაფერზე ამ პოლიტიკოსების მხარეს ხელის გაშვერა მაინცდამაინც სწორი საქციელი არ არის, თორემ ბევრი მეც არ მომწონს, ბევრს მეც არ მოვწონვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ვიწყებთ” – ლაშა ბექაური საოპერაციოდ ემზადება

,,ვიწყებთ" - ამ წარწერით ,,ინსტაგტამზე" ლაშა ბექაურის ფოტო ვრცელება. ფოტო კლინიკაშია გადაღებული, სადაც ლაშა ბექაურს ოპერაციისთვის ამზადებენ.ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხარის ოპერაციას საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში უკეთებენ.ოპერაციას ატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა.ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა.ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსა.

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში

ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც კიდევ აქვთ იმედი, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „ძლიერი საქართველოს“ წევრების შეხვედრასთან დაკავშირებით.„ყველა გეგმა, რომელიც სხვადასხვა საელჩოს ჰქონდა დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაიშალა მარტივი რამის გამო: ისინი გვერდში უდგებიან მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს მათ – უცხოელებს და არა ქართველებს და ამას არ ექნება არანაირი შედეგი.რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოს“, ეს არის რადიკალური პარტია, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე და, შესაბამისად, არის ანტიდემოკრატიული ძალა, ანტიკონსტიტუციური ძალა. თქვენ იცით, რომ მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ველოდებით განხილვებს. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ლარი ამოეღო და ჯიბეში ჩაედო. მამუკა ხაზარაძე ცდილობდა თაღლითური სარჩელებით ამას და დამარცხდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ. ეს ძალა როდესაც არის მხარდაჭერილი სხვადასხვა უცხოური ჯგუფების მიერ, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს აეხადა ფარდა; ღირებულებებზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას.„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა რაიმე გააკეთოს საქართველოს პოლიტიკაში, ყველას ვურჩევ, შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას. საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას. ისტორია ყოველთვის მეორდება და არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის დამყარებას საქართველოში, აქვთ სხვადასხვა მტრული თუ არასწორი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა, ვინც დადგება და ჩადგება უცხო ქვეყნის სამსახურში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, დამარცხდება საკუთარ ხალხთან. როგორც მარცხდებოდნენ აქამდე სხვადასხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების თუ ელჩების იმედად, ასე დამარცხდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს.„ასევე, ვეტყვი უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები რახან არიან, ეს მათ აძლევს რაიმე უფლებას, სხვა ხალხის ცხოვრებაში ჩაერიონ. შეიძლება, ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მიერ ატომური ბომბის ფლობა აძლევს უფლებას, სხვა ქვეყნებს შეხედოს, როგორც მეორეხარისხოვანს და თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი, გადახედონ გინდ საკუთარ და გინდ საქართველოს ისტორიას. ბევრი გვინახავს ასე ცხვირაწეული საქართველოსთან მოლაპარაკე ხალხი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველო დარჩა და სხვა, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ. მე ყველა ელჩს მოვუწოდებ, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ საქართველოში ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კარგი არაფერი მოუტანია სხვისი ხელების ფათურს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამიტომ ყველა, შესაბამისად, უნდა შეეშვას ამგვარ ქცევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარები როცა თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი

ევროპარლამენტარები როდესაც თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.„ისინი როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. ევროპარლამენტი როცა თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. რა თემაც არ უნდა იყოს, მათ შორის, კანონებით დაწყებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა ოთხ წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა. რისთვის უნდათ, ცხადია, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები