ბათუმში, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს

Read Time:20 Second
ბათუმში, სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 
როგორც კლინიკა „ევექსის“ პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ქალის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც ძალიან მძიმეს. კლინიკაში სხვა კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
 
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
 
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.
 
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია-რუსი მეტოქე დამარცხებულია
Next post ბათუმში მაშველების მიერ ამოყვანილი ქალის მეუღლის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ მათი 1 და 9 წლის შვილები რჩებიან