როგორც კლინიკა „ევექსის“ პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ქალის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც ძალიან მძიმეს. კლინიკაში სხვა კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.