ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება – პრემიერი შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება

Read Time:24 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე – ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულსა და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე, დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, – აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად
Next post ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარ ნგრევაზე: გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს – პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ