ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

Read Time:32 Second

ბადრი ჯაფარიძე, შუალედურ არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი აღარ იქნება. ის პარლამენტში მეორედ დასაბრუნებლად აღარ იბრძოლებს. მიზეზად „ლელოს“ ლიდერი, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს და ამბობს, რომ ახლა წინასაარჩევნო სამზადისის დრო არ არის. ჯაფარიძე მმართველ გუნდს, ასევე არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს.

„საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის აბსოლუტურად უადგილო დრო არის და ეს გადაწყვეტილება მივიღე იმ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ, რომლებმაც მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს. ყველა მათგანს შევხვდი. მათ თქვეს, რომ ახლა კამპანიის წარმოება უბრალოდ უზნეობა და უპასუხისმგებლობაა. ეს ამომრჩევლების სიტყვებია, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და ახლაც მიჭერენ. რა თქმა უნდა, შანსები იყო ძალიან დიდი, მაგრამ თუ არ გავითვალისწინებთ ამომრჩევლის განწყობას, იმას თუ როგორ განიხილავს ის შექმნილ ვითარებას, მაშინ ცხადია, რომ ამომრჩეველთან კონტაქტი იკარგება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
Next post შარლ მიშელი – უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ, ევროკავშირის სოლიდარობა ურყევია