ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებმა და უმოქმედობამ გამოიწვია, რომ დღეს უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობა არის ძალიან დაბალ დონეზე

Read Time:34 Second

„ქართული ოცნების“ ქმედებებმა და უმოქმედობამ გამოიწვია, რომ დღეს უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობა არის ძალიან დაბალ დონეზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არანირი კონტაქტი არ არის უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, აღარანაირი კონტაქტი არ არის უკრაინის პრეზიდენტთან, ეს არის „ქართული ოცნების“ ქმედებებით გამოწვეული და დღეს არის ის ვითარება, როდესაც უკრაინას აღარ ჰყავს ელჩი საქართველოში.

„ქართული ოცნების“ ქმედება და უმოქმედობა შექებას იმსახურებს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალისგან. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტები სიამოვნებით აქებენ „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს და ვხედავთ, რომ მათი მადა იზრდება. გუშინ, მათ მიერ დასმულმა რუსმა გენერალმა გამოაცხადა ე.წ რეფერუნდუმის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რომლის მიზანია, რომ განამტკიცოს ის ანექსია, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მიერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააკაშვილი-საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა