“ოცნების” ცილისწამებლურ კამპანიაზე პასუხს მე არ ვაპირებ. ამ კამპანიაზე პასუხი იქნება მხოლოდ დადებითი დღის წესრიგი და ურთიერთობა რუსთაველებთან, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურის დაყენება იმ მხარდაჭერის საპასუხოდ გადაწყვიტა, რაც მის მიმართ “ოცნების” გადაწყვეტილების გამო გამოხატა.
“ოცნების” ამოცნაა, რომ გაგაღიზიანოს და ჩაგითრიოს დაპირისპირების ბრძოლაში და მე არ ვაპირებ ამაში ჩართვას. მე ვაპირებ, მქონდა ურთიერთობა რუსთაველებთან, გარდაბნელებთან. მათ ავუხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი, მათ ინტერესებს წარმოვადგენდე კომპეტენტურად, ეს იქნება ჩემი კამპანიის ძირითადი ხაზი.
რაც შეეხება ის, რაც თქვენ გაინტერესებთ – “ოცნების” ცილისწამებლურ კამპანიაზე პასუხს მე არ ვაპირებ. ამ კამპანიაზე პასუხი იქნება მხოლოდ დადებითი დღის წესრიგი და ურთიერთობა რუსთაველებთან. რუსთავის არჩევნებში ჩართვა ეს არის ის პასუხი, რომელიც მინდოდა გამეცა იმ მხარდამჭერებისთვის, რომელთაც ემოციურად გამოხატეს მხარდაჭერა იმ თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რაც “ოცნებამ” მიიღო,” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.