ახმეტაში, “რამინას ფურნეში” უცნობმა 200 ლარი დატოვა, ვისაც დასჭირდება, პური მიეცითო

Read Time:45 Second

თონის მეპატრონე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანის მიერ დატოვილი თანხით პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც საცხობში მივა, პურს უფასოდ მისცემენ. უცნობი ბიჭის მიერ საქველმოქმედო აქციის შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ შემთხვევით შეიტყო.

“დიდი მადლობა ამ ადამიანს. დალ სააყ დუაილდ. დღეს, საკობიანოში “რამინას ფურნე” მაღაზიაში მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5 ლარიანიც დამიბრუნა. ვკითხე, რა ხდება მეთქი და დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა და ფული დატოვა, ვინც მოვა პურზე, ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცითო, უთქვამს ჩემი ვინაობა არ თქვათო. იმ პურის მცხობელმა მითხრა ეს თქვენებურად სააყა არისო.
გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მან მითხრა, იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარი მისცა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო.
ალლაჰმა ყაბულად მიიღოს მისი გაღებული სააყა (სადაყა ) ალლაჰიე ყოობულ დუაილდაქ ჰა დეექინდოლ სააყ ალლაჰიე შიე დოჰ დუაილდაქ”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პანკისის ხეობაში მცხოვრები ისლამ გორგიშვილი

ipress.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია.
Next post თენგიზ ცერცვაძე – სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო