ახალციხეში 1200-მდე მოსახლეს კანალიზაციის პრობლემა მოუწესრიგდება

Read Time:23 Second

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 826 403 ლარი დაიხარჯება.

საბარგო სადგურის დასახლებაში წყალარინების სისტემა არ არსებობდა, რის გამოც, ტერიტორიაზე არ იყო დაცული სანიტარული ნორმები. მოსახლეობას პრობლემები განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში ექმნებოდა.

პროექტის ფარგლებში ეწყობა 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი. შედეგად აღმოიფხვრება სანიტარული დაბინძურების საფრთხე, და 1200-მდე ადგილობრივ მოსახლეს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერმინისტრის მოადგილეს ხვდება
Next post ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები აქციას აწყობენ