ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა

Read Time:30 Second

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის საავადმყოფოდან ბინაზე გაეწერა 243 პაციენტი.

ჩინელი ექსპერტების განცხადებით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის კონტაქტით. ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი, მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურული მატებით, სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და არც ისე მაღალი ტემპერატურული მატებით მიმდინარეობს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთშიც. ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურეს. ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა შვედეთშიც. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 26 ქვეყანაშია გამოვლენილი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა
Next post “ფორსაჟის” პირველ თრეილერში თბილისის ქუჩები გამოჩნდა