აშშ შავ ზღვაში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს

Read Time:46 Second

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Carney (DDG 64) შავ ზღვაში იმყოფება. იგი შეუერთდა მეორე გემს – USS Ross (DDG 71)-ს, რომელიც შავ ზღვაში 17 თებერვლიდან იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Carney და Ross შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობენ.

ვიცეადმირალ ქრისტოფერ გრედის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მობილური გემები აშშ-ის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავენ.

“შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა ნათელი დემონსტრირებაა, რომ აშშ-ი მხარს უჭერს რეგიონში სტაბილურობას, ნავიგაციის უსაფრთხოებას და ნატოს წევრი ქვეყნებისა და მისი პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის პრინციპების ერთგულია”, – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვესე ფლოტის განცხადებაში.

კიდევ ერთ მიზეზად სახელდება რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გზის გადაჭრის შემთხვევები. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა სპეცოპერაცია უსაფრთხო და სამართლებრივი იყო.

ბოლო ასეთი შემთხვევა, იანვრის ბოლოს მოხდა. რუსული საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ის საპატრულო P-3 Orion თვითმფრინავს ნახევარ მეტრზე მიუახლოვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: საქართველოში კლინიკებს ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ
Next post ავტორიზაციის გარეშე დარჩენილი სასწავლებლის სტუდენტებს მობილობაზე 10 დღეში შეატყობინებენ