ავტორიზაციის გარეშე დარჩენილი სასწავლებლის სტუდენტებს მობილობაზე 10 დღეში შეატყობინებენ

Read Time:45 Second

ავტორიზაციაგაუქმებული სასწავლებლების სტუდენტებისთვის მობილობაზე ინფორმაცია 10 დღეში გამოქვეყნდება. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტები კი, რომლებმაც განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრთან დღეს აქცია გამართეს,  გაურკვევლობაში არიან, რადგან, მათი თქმით, არავინ აძლევთ გარანტიას, რომ შემდგომში იმ სასწავლებლებს არ გაუუქმებენ ავტორიზაციას, რომლებიც მობილობას აცხადებენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“მხოლოდ მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია იქნება დაბალი, რადგან სულ 500 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. უკვე მიმდინარეობს მუშაობა და გვაქვს როგორც სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე კერძო სასწავლებლებთან სამუშაო რეჟიმი. მაქსიმუმ 10 დღის ვადაში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ყველა იმ დაწესებულების ჩამონათვალს, რომელიც მობილობაში მიიღებს მონაწილეობას. რასაკვირველია საფასურთან დაკავშირებითაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გვექნება საუბარი უნივერსიტეტებთან. მაგრამ ეს საკითხი, ისევე, როგორც კრედიტების აღიარების საკითხი, უნივერსიტეტების გადასაწყვეტია“, – განმარტავს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ შავ ზღვაში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს
Next post მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური რისკები დაასახელა