აშშ-მა უკრაინისთვის $270 მილიონიანი დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

Read Time:28 Second

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინისთვის 270 მილიონი აშშ დოლარის ახალი დახმარების პაკეტი დამტკიცდა.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ კირბიმ მედიისთვის დახურულ ბრიფინგზე აღნიშნა.

როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ Phoenix Ghost-ის ტიპის დრონს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი აშშ დოლარია.

კირბიმ ასევე დააკონკრეტა, რომ უკრაინას ახლა 20 ერთეული HIMARS ექნება. 16 ერთეული შეერთებული შტატებიდან, ხოლო ოთხი ერთეული სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next post დავით თორდია-ირაკლი ღარიბაშვილი ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის პატრიოტია მათ, ფულზე არ გაცვალეს თავის ქვეყანა..ამერიკა, რომელიც უკრაინის ომს აფინანსებს თქვენი აზრით საქართველოს ომს არ დააფინანსებდა? (რუსეთის წინააღმდეგ)