აშშ-მა რუსი პოლიტიკოსების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა

Read Time:44 Second

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ რუსი პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა მომავალში სანქციები დაუწესონ. ჩამონათვალში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვა მოხვდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ე.წ. შავ სიაში 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა, მათ შორის არის რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი. ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები: პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მონისტრი ალექსანდრ ნოვაკი. სანქციები ემუქრება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვსაც.

სანქციები შეიძლება დაუწესონ გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერსა და როსნეფტის ხელმძღვანელ იგორ სეჩინს.

“ოლიგარქების სიის” ფიგურანტებს შორის არის ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პირი დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან, თუმცა მათ წინააღმდეგ ჯერ არანაირი შეზღუდვები ძალაში არ შედის.

“კრემლის ანგარიში” აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
Next post კახა კალაძე: უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოჰყვება რეაგირება ამ ფაქტს