აშშ: ლიდერებმა გადაწყვიტეს, SWIFT-იდან გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს

Read Time:42 Second

ამერიკის საელჩო საქართველოში, რუსეთის სანქცირების შესახებ, თეთრი სახლის გადაწყვეტილებებს აქვეყნებს.

„გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს.

ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად.

მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად – მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად.

ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში, დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნისა, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ მოფრინავს
Next post ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა