აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მადლობას ვუხდით ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

Read Time:42 Second

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა და თავიდან იქნება აცილებული სავარაუდო მსხვერპლი მომავალში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ მადლობას მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას ამ ზომების მისაღწევად შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის – ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს.

ამერიკის შეერთებული შტატები სიხარულით უჭერს მხარს ას ნაბიჯებს და გამოთქვამს იმედს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება შემდგომ თანამშრომლობას. ჩვენ კვალავაც მოვუწოდებთ ყველა ტყვის დაბრუნებისკენ და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და მოაგვარონ გადაუჭრელი საკითხები. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, რათა განიხილონ კონფლიქტის ამომწურავი პოლიტიკური მოგვარების საკითხი“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან ერიქსენი გადარჩა
Next post გიორგი ხელაშვილი: ვიმედოვნოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება კავკასიაში ყოვლისმომცველი რეგიონული სამშვიდობო პროცესის მიღწევისკენ