აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

Read Time:33 Second

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, განვითარებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებაში.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გლობალურ პასუხის შესახებ რუსეთის მთავრობის წინასწარ დაგეგმილ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე უკრაინასა და საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე.

სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისადმი და პირადად საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, განვითარებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებაში“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია
Next post ვლადიმერ პუტინი-რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, დასავლეთი კი უკრაინაში ანტირუსეთს ქმნის რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,