აშშ-ის დაზვერვა უკრაინაში ვადამდელ არჩევნებს პროგნოზირებს

Read Time:28 Second

უკრაინაში შექმნილი სიტუაცია შესაძლოა ვადამდელი არჩევნებით დასრულდეს, – ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის, დენ კოუტსის ანგარიშში,რომელიც მან სენატში წარადგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი რამ მთელ რიგ ფაქტორებს შეუძლია გამოიწვიოს: მოსახლეობის უკმაყოფილება რეფორმების ტემპზე, ცხოვრების დონის გაუარესება და პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება.

ანგარიშის მიხედვით, ოპოზიცია შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს, იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტოს.

დოკუმენტის ავტორების აზრით, ეს ყველაფერი ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეა და შიდა პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ვინაიდან თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობა უუნაროა. ზოგიერთები პოროშენკოს იმპიჩმენტის ინიციატივითაც გამოდიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქათმის გრიპის საფრთხის გამო აზერბაიჯანში ირანიდან ქათმის პროდუქტების იმპორტი აიკრძალა
Next post DailyMail-ი ცნობით ტაილანდელ გოგონებს ვალენტინობის დღეს ჯადოსნური ვიტამინები დაურიგეს