უკრაინაში შექმნილი სიტუაცია შესაძლოა ვადამდელი არჩევნებით დასრულდეს, – ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის, დენ კოუტსის ანგარიშში,რომელიც მან სენატში წარადგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი რამ მთელ რიგ ფაქტორებს შეუძლია გამოიწვიოს: მოსახლეობის უკმაყოფილება რეფორმების ტემპზე, ცხოვრების დონის გაუარესება და პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება.
ანგარიშის მიხედვით, ოპოზიცია შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს, იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტოს.
დოკუმენტის ავტორების აზრით, ეს ყველაფერი ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეა და შიდა პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ვინაიდან თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობა უუნაროა. ზოგიერთები პოროშენკოს იმპიჩმენტის ინიციატივითაც გამოდიან.