აქციის მონაწილეებმა დეპუტატ თემურ ჭკუასელს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს

Read Time:29 Second

აქციის მონაწილეებმა დეპუტატ თემურ ჭკუასელს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მან პარლამენტის გვერდითა შესასვლელი პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. დეპუტატი ავტომობილით ცდილობდა, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან ავტოსადგომზე შესულიყო.

„სირცხვილი, სირცხვილი“,-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და დეპუტატს პარლამენტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

როგორც ჟურნალისტებს ჭკუასელმა განუცხადა, ის ძალადობას არ ემხრობა.

„ეს კარგია, მე რამე დავაშავე? მე იმას ვაპროტესტებ რაც ახლა ხდება, ძალადობა არ მომწონს არსად. ესეც ძალადობაა, აბა რა არის? სამსახურში მივდივარ. მე პროპორციულის წინააღმდეგ ხმა არ მიმიცია. ივანიშვილს უარი არ უთქვამს, მას უნდოდა, რომ ეს გასულიყო. სამჯერ დავესწარი შეხვედრას და ივანიშვილი ყველას ეუბნებოდა, რომ პროპორციული სისტემა უნდოდა“,-განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილი 31 წლის გახდებოდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე – მმართველი გუნდი ქაოტურ სიტუაციას არ დაუშვებს