არ წახვიდეთ, სახიფათოა, სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია – რაზე გააფრთხილა ივანიშვილი ერთ-ერთმა ელჩმა

Read Time:1 Minute, 8 Second

როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი გაჭირვება იყო, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქართული ელიტა გადაერჩინა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი.  მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  ივანიშვილი ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის მიერ გაფრთხილებული იყო, რომ მთათუშეთში არ გადაფრენილიყო, რადგან შესაძლოა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  მომხრეებს, რომელთაც ჯერ ძალაუფლება ისევ ჰქონდათ შენარჩუნებული, შესაძლოა, ჩამოეგდოთ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ქველმოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხის მიუხედავად, იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს მაინც დაუპირისპირდა.

„სპორტსმენები, მეცნიერები, ხელოვანები – ისინი, ვინც საქართველოსა და ქართველობას ქმნიან, ვინც საქართველოს წარსული შექმნეს და ვინც მომავალს ქმნიან; ვინც საქართველოს სახეები არიან – ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მან ძალიან კარგად იცოდა, რამხელა საფრთხეში იგდებდა თავს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. იმ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, ივანიშვილისთვის ერთი მთავარი ღირებულება არსებობს – სამშობლო და ქართველი კაცი.

„არც ვიცი, მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, ამიტომ არ დავასახელებ, თუ რომელი ქვეყნის ელჩი იყო – როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ ელჩთან ერთად მთათუშეთში უნდა გაფრენილიყო, ელჩმა უთხრა, არ წავიდეთ, სახიფათოა, რადგან სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ჯერ კიდევ აქვს გავლენები და შეიძლება ჩამოგვაგდონო. ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ელჩებმა ამ დონეზე იცოდნენ, თუ რა საფრთხეები იყო. მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის შედარება ნაცისტების და ჰიტლერის ჰოლოკოსტთან წითელ ხაზს კვეთს
Next post გიორგი გახარია: მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთან ერთად აპირებდა გადადგომას