ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტების მირთმევა არ არის მიზანშეწონილი, – ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს.
„ხორცს 3-4 საათი სჭირდება გადამუშავებისთვის. ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტების მირთმევა არ არის მიზანშეწონილი. მაშინ, როდესაც, მაგალითად, არჩევანი იოგურტისა და ბანანის შეხამებასთან დაკავშირებით ძალიან მომწონს”, – ამბობს მარი მალაზონია.

