“არ დავუშვებ, რომ პატარა ბავშვებმა იშიმშილონ… რაც ბაღში უნდა ეჭამათ პატარებს, მათ მშობლებს სახლში გავუგზავნით…” – კახი კალაძე

Read Time:36 Second

არც ერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ” – კახი კალაძე.
სასწავლო პროცესის შეჩერებამ ოჯახებსა და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება, ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლისა და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც გარკვეული შეფერხებები აქვს.
აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ გადაწყივტა ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქტები გადაეცემათ მშობლებს, რომელსაც პატარები ბაღში ჭამის მაგივრად საკუთარ სახლში შეჭამენ.
რა თქმა უნდა გადაცემის დროს სრულიად იქნება დაცული ჰიგიენის წესები, დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ. ეს ყველაფერი კეთდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე მშობლები ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების წაღებას შეძლებენ
Next post ალავერდის მიტროპოლიტი – სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, სიფრთხილეზე უგუნური თავმოწონებით უარის თქმა, კიდევ უფრო დამამძიმებელია