“არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, რუსული კანონი არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება ქართული ოცნება ხელისუფლებაში” – ხაზარაძე

Read Time:48 Second

ოცნებამ და პირადად ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, 1 წლის წინათ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო კრემლიდან, რათა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი- ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე – ასე აფასებს “ლელო საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ოცნების” გადაწყვეტილებას, რუსული კანონის შემობრუნებაზე.

ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს, გამოვიდეს და თავად თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია:

“მე მინდა მივმართო ივანიშვილს, გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია. ივანიშვილი, რომელიც არის ერთ ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების, ლაპარაკობ ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება…

ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან, ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი, ეს შენი ტრიუკები მოძველებული და ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, გააჩერე და უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ქვეყანა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კაცი, რომელმაც შუახევში ცოლი მოკლა, გარდაიცვალა
Next post რომ არა შემოპარვა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინაში იქნებოდა და იქიდან არევდა – შალვა პაპუაშვილი