არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან გადმოასვენეს

Read Time:36 Second

1-თვიანი ლოდინის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოსურმა მხარემ საქართველოს გადასცა. ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს  წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.

ცხედარს გადაასვენებენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. როგორც შსს-ში განმარტავენ ექსპერტიზას რამდენიმეე საათი დასჭირდება და მისი დასრულების შემდეგ ცხედარს წილკანში, დაღუპულის ოჯახში გადაასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს
Next post ტატუნაშვილის ცხედარს სამხარაულის საექსპერტო ბუროში მიასვენებენ