არჩილ ტატუნაშვილის დედა: პუტინი მკვლელია

Read Time:41 Second
ხანგრძლივი გლოვის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რომელიც შვილის ცხედრის გადმოსვენებას თითქმის 1 თვე ელოდებოდა, საქართველოს მიუსამძიმრა. რუსუდან ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი სასტიკად იყო ნაწამები და დაზიანებები, თითქმის, მთელ სხეულზე აღენიშნებოდა.

ტატუნაშვილის დედა იმასაც ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა: “თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, დანაყული – ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული თუ არ ვიცი რა. ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი”, – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს
Next post ამის ბოლო შემთხვევა ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალებაა