სამშაბათი, აპრილი 28, 2026

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე შესაძლოა, ევროკავშირში იმსჯელონ

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ხვალ, შესაძლოა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში იმსჯელონ. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეთა დევნას, ვითხოვ ადგილზე შეიქმნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმი. ამ საკითხს ხვალ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო სხდომაზე დავაყენებ”, – წერს ლინკევიჩუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

ამასთანავე პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას ტატუნაშვილის საქმის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უკვე შეხვდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ტატუნაშვილის გადმოსვენებასა და დაკავებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.როგორც ანტონ ბულუხიამ განაცხადა, მას „ძმათა შორის“ არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს.„ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის. ყველას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რომელიც დადებითია. რა წარმოიდგინეთ, იცით? როგორც ჟიურისთვისაა, როცა ორ საუკეთესო ადამიანს უყურებს, ახლა ვხვდები, რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება. ძალიან ძნელია, ისედაც ვღელავ, ნამდვილად ძალიან ძნელია, ძმათა შორის, როგორი გამოსარჩევია, იცით?“, - განაცხადა ანტონ ბულუხიამ.საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარს გადააჭარბა

ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარს გადააჭარბა.ბრენტის ნავთობის გლობალური საორიენტაციო ფასი დილის ვაჭრობისას 2.7 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 111.2 დოლარი შეადგინა. აშშ-ის საორიენტაციო ფასი, ბარელზე 2.3 პროცენტით გაიზარდა და 98.5 დოლარი შეადგინა.„სიენენის“ თანახმად, მოვაჭრეები შეშფოთებული არიან, რომ შეერთებული შტატები და ირანი ომის დასრულებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არ არიან.„ჩიხი და სრუტის დახურვა კვლავ უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ფასებზე. რაც უფრო დიდხანს იქნება სრუტე დაკეტილი, მით უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს ეს გლობალურ ეკონომიკაზე“, – აცხადებს მოჰიტ კუმარი, საინვესტიციო ბანკ „ჯეფრისის“ ეკონომისტი.

ზვიად შალამბერიძე: გეკა გელაძის წარდგენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სტრუქტურას

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცებს გეკა გელაძეს, რომელსაც მანამდე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.„ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და გარედან მომართულ გამოწვევებზე დროული რეაგირება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტი ვალდებულებაა. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს. საკადრო ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს ახალმა შემადგენლობამ. მისი წარდგენა ამ პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელსაც უხელმძღვანელებს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

მეუფე ზენონი – ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს

ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.როგორც მეუფე ზენონმა აღნიშნა, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვრის მოხსნისთვის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს.„ამ წუთს მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს უმაღლეს სასულიერო განათლებასაც, მეუფე ზენონმა აღნიშნა: „დიახ, გარკვეული ნაწილი ამას ასე განიხილავს“.

გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს

კოლექტიური ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.„თუკი ამ დღეების განმავლობაში განცხადებას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად არის თანამოაზრე იმ მიდგომებისა, რომელიც აქვს ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას კვლავ არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.

ბოლო სიახლეები