არჩილ თალაკვაძე: ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან

Read Time:21 Second

ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მეტი წარმომადგენელი ერთვება, რომელთაც მაქსიმალურად უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო: პირადად მე ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი
Next post კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა